26/10/2022
19:12
მსოფლიო
"რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ირანულ დრონებს იყენებს. უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები უკრაინაში იღუპებიან, ირანული იარაღით შავდებიან და იტანჯებიან", - განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა ვაშინგტონში გამოსვლისას.
მან ასევე დრონების ფოტოები აჩვენა, რომლებიც მისი თქმით, უკრაინაში ჩამოაგდეს.
ჰერცოგმა თქვა, რომ დრონების კორპუსებისა და ძრავების სურათები ადასტურებს, რომ ირანი თავის დრონებს რუსეთში ყიდის.
„ეს არის შაჰიდ-136 დრონი, რომელიც წარმოდგენილი იყო 2021 წლის დეკემბერში, ირანში გამართულ აუქციონზე. შეხედეთ თვითმფრინავის კუდსა და ფრთებს და შეადარეთ უკრაინაში ნაპოვნს. ეს არის ზუსტად იგივე პროდუქტი, მაგრამ რუსული ასოების ქვეშ დამალული (ფოტოზე წერია Герань-2), შრიფტიც კი ზუსტად იგივეა“, - განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ისრაელის ხელისუფლებას დიდი რაოდენობით მტკიცებულება აქვს და მზად არის, ყველას მიაწოდოს, რათა ირანის ტყუილები გამოაშკარავდეს.
"მსოფლიომ ეს სიმართლე უნდა იცოდეს და ირანს კითხვები დაუსვას. საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია თუ არა ირანთან მოლაპარაკება, როდესაც ის ბირთვული ბომბის შექმნისკენ აჩქარებულად მიიწევს და სხვა შემზასავ საქმეებს ჩადის", - ხაზგასმით აღნიშნა ჰერცოგმა.
შეგახსენებთ, რომ ირანი, მრავალი ბრალდების მიუხედავად, მაინც დაჟინებით ამტკიცებს, რომ რუსეთის ფედერაციას შეიარაღებას არ აწვდის.
0
0