19/04/2024
12:40
მსოფლიო
როგორც ირანელმა მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა, არ არსებობს ისრაელის მიმართ მყისიერი შურისძიების გეგმა და დასძინა, რომ ჯერჯერობით უცნობია, ვინ დგას ინციდენტის უკან.
„ინციდენტის უცხოური წყარო არ არის დადასტურებული. გარედან თავდასხმის შესახებ რაიმე სანდო ინფორმაცია არ მიგვიღია“, - განაცხადა ჩინოვნიკმა ანონიმურობის პრინციპის დაცვით.
ირანული მედიის ინფორმაციით, 19 აპრილს დილით, ისპაჰანის საერთაშორისო აეროპორტთან დრონები დაფიქსირდა და აფეთქებების ხმები ისმოდა.
როგორც Aljazeera წერს, გაურკვეველი რჩება, განხორციელდა თუ არა ქვეყანაზე თავდასხმა, რადგან არცერთ ირანელ ოფიციალურ პირს ეს შესაძლებლობა პირდაპირ არ დაუდასტურებია და არც ისრაელის სამხედროებმა გააკეთეს კომენტარი.
ასევე ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა თავი შეიკავეს ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან, თუმცა ამერიკულმა სამაუწყებლო ქსელებმა ანონიმურ ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ თავდასხმა ისრაელმა განახორციელა.
0
0