23/12/2021
13:37
მსოფლიო
ბეჭედი იმ არტეფაქტებს შორის აღმოაჩინეს, რომლებიც უძველესი პორტის, „კესარიას“ მახლობლად, ზღვაში ორი გემის ჩაძირვისას მოხვდა.
აღმოჩენილია, ასევე III საუკუნის შუა პერიოდით დათარიღებული ასობით ვერცხლისა და ბრინჯაოს რომაული მონეტა და XIV საუკუნის (მამლუქთა პერიოდის) ვერცხლის მონეტები. გარდა ამისა, არქეოლოგებმა იპოვეს რომაული ეპოქისდროინდელი არწივისა და თეატრის მსახიობის ფიგურები კომიკური ნიღბით; ბრინჯაოს ზარები, რომლებიც ბოროტი სულების განსადევნად იყო განკუთვნილი და წითელი ძვირფასი ქვით მოჩუქურთმებული ბეჭდების კომპლექტი.
ისრაელის სიძველეების დაცვის დეპარტამენტის განცხადებით, გემების კორპუსის ნაშთები და მათში განთავსებული ტვირთი ზღვის ფსკერზე (4 მ სიღრმეზე) მიმოფანტული იპოვეს.
„გემები, სავარაუდოდ, პორტში ერთმანეთთან ახლოს იყო მიმაგრებული და ისინი ქარიშხალმა ჩაძირა. პორტი „კესარია“ ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული თემით იყო დასახლებული და, ახალი აღთქმის თანახმად, სწორედ ამ ადგილას მონათლა პეტრე მოციქულმა რომის ჯარის ასისთავი, კორნელიუსი. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ქრისტიანულ საზოგადოებაში არაებრაელი მიიღეს. აქედან დაიწყო ქრისტიანული რელიგიის გავრცელება მთელ მსოფლიოში“, - თქვა Israel Antiquities Authority-ის საზღვაო განყოფილების ხელმძღვანელმა, იაკობ შარვიტმა.
0
0