
ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი აცხადებს, რომ ისრაელის ჯარებმა დატოვეს ღაზის ტერიტორია, რათა მეტი ოპერაცია მოამზადონ, მათ შორის რაფაში.
„ისრაელის ჯარი ტოვებს ღაზას შემდგომი მისიებისთვის მოსამზადებლად, მათ შორის რაფაში. ჩვენ მივდივართ იმ სიტუაციამდე, როდესაც „ჰამასი“ აღარ აკონტროლებს ღაზის სექტორს და ის არ ფუნქციონირებს, როგორც სამხედრო ბაზა, რომელიც საფრთხეს უქმნის ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეებს“, – განაცხადა გალანტმა.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტ ჰერცი ჰალევის განცხადებით, ისრაელის სამხედროებს შეუძლიათ, გაუმკლავდნენ ირანის მხრიდან არსებულ ნებისმიერ საფრთხეს.
„შეიარაღებულმა ძალებმა იციან, როგორ გაუმკლავდნენ ირანს – შეტევითა და თავდაცვით. ჩვენ მზად ვართ ამისთვის, გვაქვს კარგი თავდაცვითი სისტემები და ვიცით, როგორ ვიმოქმედოთ ძლიერად ირანის წინააღმდეგ როგორც ახლო, ისე შორეულ ადგილებში“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურმა, ჰერცი ჰალევიმ.
ჰალევიმ დასძინა, რომ ისრაელი მუშაობს შეერთებულ შტატებთან და რეგიონში სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობით.
0
0