ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი: პირველადი დაკვირვებით, სრულად ვაქცინირებული პირები „ომიკრონისგან“ დაცულნი არიან
01/12/2021
11:53
მსოფლიო
A-
+A
ისრაელის ჯანდაცვის მინისტრის, ნიცან ჰოროვიცის განცხადებით, არსებობს ნიშნები, რომ პირები, რომლებიც ბოლო 6 თვეში კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად აიცრნენ ან ე.წ. ბუსტერ დოზა მიიღეს, დაცულნი არიან COVID-19-ის „ომიკრონის“ ვარიანტისგან.
„უახლოეს დღეებში გვექნება უფრო ზუსტი ინფორმაცია „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტურობის შესახებ, თუმცა ოპტიმიზმის საფუძველი უკვე არსებობს, რადგან პირველადი დაკვირვებით, ის პირები, ვინც სრულად ვაქცინირებულნი არიან ან გამაძლიერებელი დოზა აქვთ მიღებული, ახალი შტამისგან დაცულები არიან. ვაქცინაცია ახლა ნამდვილად გადამწყვეტია“, - თქვა ჰოროვიცმა.
ისრაელში „ომიკრონით“ დაინფიცირების ორი შემთხვევა ოთხამდე გაიზარდა.
0
0
408
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%