12/03/2023
11:31
მსოფლიო
ისრაელის ქალაქებში მთავრობის მიერ ინიციირებული სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ მასშტაბური აქციები იმართება, რომელსაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდ პროტესტსაც უწოდებენ.
საპროტესტო აქციები სასამართლო სისტემის რადიკალური ცვლილებების შესახებ 10 კვირაა მიმდინარეობს.
დემონსტრანტთა რეკორდული რაოდენობა გამოვიდა ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ჰაიფა, ხოლო, სავარაუდოდ, 200 000 ადამიანი თელ-ავივში შეუერთდა საპროტესტო აქციას.
კრიტიკოსები ამბობენ, რომ რეფორმები დემოკრატიას ძირს უთხრის, მაგრამ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობა ამბობს, რომ დაგეგმილი ცვლილებები ელექტორატისთვის უკეთესია.
ორგანიზატორების თქმით, 11 მარტს ქვეყნის მასშტაბით 500,000 დემონსტრანტი გამოვიდა ქუჩებში, რასაც ისრაელის გაზეთმა "ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი დემონსტრაცია" უწოდა.
ოპოზიციის ლიდერმა, იაირ ლაპიდმა საპროტესტო აქციაზე მყოფ ხალხს უთხრა, რომ ქვეყანა "უდიდესი კრიზისის" წინაშე დგას.
თელ-ავივში საპროტესტო აქციაზე გამოსულმა თამირ გიცარბიმ Reuters-სთან ინტერვიუში თქვა: "ეს არ არის სასამართლო რეფორმა. ეს არის რევოლუცია, რომელიც ისრაელს სრულ დიქტატურამდე მიიყვანს და მე მინდა, ისრაელი დემოკრატიად დარჩეს ჩემი შვილებისთვის".
0
0