05/12/2023
20:22
მსოფლიო
ისრაელის ძალებმა ალყა შემოარტყეს ქალაქ ხან იუნისს ღაზას სამხრეთით, დაიწყო სახმელეთო ოპერაციის მესამე ეტაპი. ამის შესახებ გენერალური შტაბის უფროსი აცხადებს.
მანამდე კი ისრაელის თავდაცვის ძალების სამხრეთ ჯგუფის მეთაურმა, გენერალმა იარონ ფინკელმანმა განაცხადა, რომ სამშაბათი იყო ღაზაში ბრძოლის ყველაზე დატვირთული დღე ანკლავში სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ.
„ეს არის ყველაზე დატვირთული დღე მანევრის დაწყებიდან მოკლული ტერორისტების რაოდენობის, საბრძოლო მოქმედებების და ხმელეთიდან და ჰაერიდან ცეცხლის გამოყენების თვალსაზრისით... ჩვენ ვგეგმავთ შეტევის გაგრძელებას, მიღწევების გაფართოებას“, - თქვა ფინკელმანმა.
ფინკელმანმა განაცხადა, რომ ისრაელის ჯარებმა მიაღწიეს ხან იუნის ცენტრს, ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში ყველაზე დიდ ქალაქს.
Times of Israel-ის ცნობით, ისრაელის ჯარებმა მიაღწიეს ხან იუნისის ცენტრს, სამხრეთ ღაზას უდიდეს ქალაქს, რამდენიმე დღის შემდეგ, რაც ისრაელმა გააფართოვა თავისი სახმელეთო შეტევა ანკლავის ჩრდილოეთ ნაწილს მიღმა.
"ჩვენ ვართ ჯაბალიას გულში, შეჯაიას გულში და ამ საღამოდან ხან იუნისის გულში", - ციტირებს გაზეთს ფინკელმანის სიტყვები.
0
0