01/08/2023
00:15
ეკონომიკა
ისრაელის სამოქალაქო გემმა პირველად გაარღვია რუსეთის მარცვლეულის ბლოკადა შავ ზღვაში. ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთის სამხედრო მიმომხილველი Urich-ის გამოცემისთვის Militarnyi წერს გემების გადაადგილების მონიტორინგის სისტემა AIS-ზე დაყრდნობით.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 30 ივლისის ღამეს, სამმა გემმა: Ams1, Sahin 2 და Yilmaz Kaptan-მა თურქეთის სრუტეში გაიარეს. მათი მოძრაობის მარშრუტი კი ასეთი იყო - ისრაელი, საბერძნეთი და თურქეთი/საქართველო. ხოლო დანიშნულების ადგილი - უკრაინა.
ამავე ინფორმაციით, დღეს, 31 ივლისს Ams1 რუსეთის მუქარის მიუხედავად, დუნაის უკრაინულ ნაწილში შევიდა.
„ეს პირველი გემია, რომელმაც შავი ზღვის რუსული ბლოკადა დაარღვია 25 ივლისს, რენის პორტის დაბომბვის შემდეგ. ისრაელში, აშდოდიდან მოგზაურობის დაწყებისას, მან ღიად გამოააშკარავა დანიშნულების ადგილი - უკრაინა და პირდაპირი სვლით გადაკვეთა შავი ზღვა“, - წერს მიმომხილველი.
ამავე წყაროს მიხედვით, გემის უსაფრთხოებას ამერიკული ხომალდსაწინააღმდეგო თვითმფრინავი P8 უზრუნველყოფს.
ამასთან, არსებული ცნობით, Ams1-ს კიდევ ოთხი ხომალდი მოჰყვება, რომლებიც უკვე გაჩერდნენ, ან მალე გაჩერდებიან დუნაის სპეციალურ გემების სადგომზე.
შეგახსენებთ, 17 ივლისს რუსეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ გადიოდა მარცვლეულის შეთანხმებიდან, რომელიც შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს ითვალისწინებდა.
0
0