
ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, იტამარ ბენ გვირმა განაცხადა, რომ ისრაელმა სირიის დროებითი პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარაა უნდა გაანეიტრალოს.
„სირიიდან გავრცელებული შოკისმომგვრელი კადრები ერთ რამეს ამტკიცებს: ერთხელ ჯიჰადისტი, ყოველთვის ჯიჰადისტი. ნებისმიერ პირთან, რომელიც კლავს, ულვაშებს პარსავს, ამცირებს და აუპატიურებს, მოლაპარაკება შეუძლებელია, და ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეიძლება, ალ-ჯულანის ლიკვიდაციაა“, - აღნიშნა იტამარ ბენ გვირმა.
ოთხშაბათს, ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცმი „მტკივნეული დარტყმებით“ დაიმუქრა, თუ სირიის მთავრობა არ შეწყვეტს სუვეიდას რეგიონში დრუზების თემზე თავდასხმას.
13 ივლისს ცნობილი გახდა, რომ შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა სუვეიდას პროვინციაში დრუზების რამდენიმე დასახლებას შეუტიეს, რის შედეგადაც პროვინციის დამასკოსთან დამაკავშირებელი გზატკეცილი ჩაიკეტა.
მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად, დრუზების თავდაცვითი დანაყოფები შეიარაღებულ ბანდებთან ბრძოლაში ჩაერთნენ.
0
0