-share.jpg)
„ჰამასის“ მიერ კიდევ ორი მძევლის გათავისუფლების შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და თავდაცვის ლიდერები აცხადებენ, რომ მათი მთავარი მიზანი კვლავ „ჰამასის“ სრული ლიკვიდაციაა.
"რკინის მუშტად შეკრულნი ვმუშაობთ ერთი მიზნისთვის - „ჰამასის“ ლიკვიდაციისთვის", - თქვა ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან და ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) შტაბის უფროსთან ჰერცი ჰალევისთან ერთად გამართულ სატელევიზიო ბრიფინგზე.
როგორც იოავ გალანტმა განაცხადა, ის ისრაელის სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალების ჯარისკაცებს შეხვდა, რომლებიც ღაზაში სამხედრო მისიების შესასრულებლად "საფუძვლიან და ხანგრძლივ მოსამზადებელ პროცესს გადიან".
„გვსურს, რომ „ჰამასი“ - მისი ლიდერები, სამხედრო ფილიალები და მუშაობის მექანიზმები - სრული დაშლის მდგომარეობამდე მივიყვანოთ“, - თქვა ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) შტაბის უფროსმა ჰერცი ჰალევიმ.
0
0