
ისრაელის სამხედროებმა დაადასტურეს, რომ ღაზას აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ შუჯაიაში სამხედრო ოპერაცია განახორციელეს მას შემდეგ, რაც აღნიშნულ ზონაში "ტერორისტებისა და ტერორისტული ინფრასტრუქტურის" არსებობის შესახებ სადაზვერვო ინფორმაცია გავრცელდა.
„ჯარებმა, დღის განმავლობაში, მიზნობრივი მოქმედება დაიწყეს შუჯაიას მიდამოში. ღამით, მათ მიზანმიმართულად დაარბიეს ეს მხარე. საჰაერო ძალებმა ასევე "ჰამასის“ ტერორისტების ინფრასტრუქტურის ათობით ობიექტს დაარტყეს“, - განაცხადეს ისრაელის სამხედროებმა.
რაც შეეხება ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილს, ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ რამდენიმე დარტყმა განახორციელეს და ”ათობით ტერორისტი, რომლებიც სკოლებსა და ობიექტებში იმალებოდნენ, გაანეიტრალეს.“ მათივე თქმით, მსხვერპლის შესამცირებლად, რეიდამდე „გარკვეული ნაბიჯები“ გადაიდგა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციასა და ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალების გამოყენებასთან დაკავშირებით.
0
0