ისრაელის 1 მოქალაქე ემსხვერპლა ლიბანიდან განხორციელებულ სარაკეტო იერიშს - მედია
A-
+A

ლიბანიდან ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ შტულის მიმართულებით ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით თავდასხმა განხორციელდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, დაღუპულია ერთი მოქალაქე. ასევე ლიბანიდან კიდევ ერთი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა საზღვართან მდებარე ისრაელის სამხედრო პოზიციისკენ გაუშვეს. ისრაელის არმია აცხადებს, რომ საპასუხოდ საარტილერიო ცეცხლი გახსნა.
როგორც Times of Israel წერს, ცეცხლის გახსნაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო.
ლიბანთან საზღვარზე დაძაბული ვითარების გამო ისრაელმა საზღვრის მიმდებარე ოთხი კილომეტრის რადიუსის ზონა გადაკეტა და სამოქალაქო პირებს იქ შესვლა აუკრძალა. ლიბანის საზღვრის სიახლოვეს მცხოვრებ მოსახლეობას კი თავშესაფრებთან ახლოს ყოფნისკენ მოუწოდეს.
0
0
329
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%