
ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭო მოუწოდებს ისრაელის ყველა მოქალაქეს თურქეთში, რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ ქვეყანა.
განცხადებას Ynet ავრცელებს. პოტენციური საფრთხის შესახებ გაფრთხილება უმაღლეს დონეზეა აყვანილი. თურქეთში დარჩენილ მოქალაქეებს ურჩევენ მინიმუმამდე დაიყვანონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნა, დაიცვან „მოკრძალება“ ისრაელისა და ებრაული სიმბოლოების მიმართ და მოერიდონ ებრაული ადგილების მონახულებას.
გაფრთხილება ასევე გაიცა მაროკოში მოგზაურობაზე. „არსებობს შიში, რომ ტერორისტული ელემენტების მოტივაცია და ინდივიდუალური მუქარა, განხორციელდეს თავდასხმები ებრაელებზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, გაიზრდება“, - დასძინეს ეროვნული უშიშროების საბჭოში.
შეგახსენებთ, რომ ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ, თურქეთმა ორივე მხარეს მოუწოდა „უარი თქვან ძალის გამოყენებაზე“ და იმოქმედონ თავშეკავებულად.
მოგვიანებით, თურქეთმა დაგმო ისრაელის არმიის მოთხოვნა ღაზას სექტორის ჩრდილოეთით მცხოვრებთა ევაკუაციის შესახებ სამხრეთით 24 საათის განმავლობაში. მათ ამ განცხადებას სრულიად მიუღებელი უწოდეს.
0
0
კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის
08/06/2025