
გამოცემა Haaretz-ის ჟურნალისტის, იოსი მელმანის, ინფორმაციით, ისრაელის ხელისუფლებამ ნატოს წევრ ქვეყნებს ნება დართო, უკრაინას მიაწოდონ ისეთი იარაღი, რომელიც ისრაელში წარმოებულ კომპონენტებს შეიცავს.
მელმანის თქმით, ისრაელმა თანხმობა განაცხადა, რომ ბრიტანეთმა უკრაინას მიაწოდოს ისრაელში წარმოებული იარაღის მართვის სისტემები.
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ისრაელმა, რომელიც აქამდე ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა უკრაინის ომთან დაკავშირებით, ეს გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, თხოვნით მიიღო.
საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, მელმანმა თქვა, რომ ისრაელი იარაღის ამ პარტიის მიწოდებას უკრაინისთვის, შუამავლების მეშვეობით, თავად დააფინანსებს და ეროვნული ბიუჯეტიდან „მილიონობით დოლარს“ გამოყოფს.
შვედეთის პარლამენტმა ასევე უკრაინისთვის რეკორდული დახმარების პაკეტი - 287 მილიონი დოლარის ოდენობით დაამტკიცა.
ფინეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინას ფინეთიც გადასცემს 160,4 მილიონი ევროს ოდენობით სამხედრო დახმარების (რიგით მე-10) პაკეტს.
უკრაინისთვის დამატებითი დახმარებით უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულებები 15 ნოემბერს - პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოვარდნის შემდეგ გაფორმდა.
0
0
15 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
11/07/2025
13 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
11/07/2025