ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნორვეგიის, ირლანდიისა და ესპანეთის წინააღმდეგ დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. ამის შესახებ CNN-ს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა.
როგორც მედიასაშუალება წერს, განხილულ ნაბიჯებს შორის არის ამ ქვეყნების ოფიციალური პირებისთვის ვიზიტების გაუქმება ისრაელში და ამ ქვეყნების დიპლომატებისთვის ვიზების გაუქმება, რაც შეზღუდავს მათ შესაძლებლობას მოინახულონ დასავლეთ სანაპიროზე პალესტინის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფი ადგილები.
ესპანეთმა, ირლანდიამ და ნორვეგიამ 22 მაისს განაცხადეს, რომ პალესტინის სახელმწიფოს 28 მაისს აღიარებენ.
საპასუხოდ, ისრაელმა ამ სამი ქვეყნიდან თავისი ელჩები გაიწვია „გადაუდებელი კონსულტაციებისთვის“.
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია არ უჭერს მხარს ესპანეთის, ირლანდიისა და ნორვეგიის მიერ პალესტინის სახელმწიფოს ცალმხრივად აღიარებას.
თეთრი სახლის ლიდერმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება არა ცალმხრივად, არამედ ორმხრივი მოლაპარაკების შედეგად უნდა მოხდეს.
0
0