03/11/2023
10:46
მსოფლიო
ისრაელის მთავრობის განცხადებით, ისრაელში მომუშავე ღაზას მოქალაქეები ალყაში მოქცეულ ანკლავში დაბრუნდებიან.
„ისრაელი ყოველგვარ კონტაქტს წყვეტს ღაზასთან. ღაზას მოქალაქე პალესტინელი მუშები ისრაელში აღარ იქნებიან. ის მუშები, რომლებიც ისრაელში ომის დაწყების დღეს ჩამოვიდნენ, ღაზაში დაბრუნდებიან“, - ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ისრაელის უშიშროების კაბინეტი ასევე დათანხმდა გადაწყვეტილებას, რომ „პალესტინის ხელისუფლების ფონდებიდან ღაზას სექტორისთვის გამოყოფილი ყველა თანხა გამოიქვითოს...“.
როგორც ცნობილია, პალესტინის ხელისუფლება ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიებს აკონტროლებს.
„7 ოქტომბერს, „ჰამასის“ ბოევიკების მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმამდე, 18,500-მდე პალესტინელმა ღაზადან ისრაელში შესვლის ნებართვა მიიღო. მას შემდეგ, ისრაელმა კონფლიქტური ზოლის საპასუხო დაბომბვა დაიწყო,“ - იუწყება ისრაელის თავდაცვის ორგანო Cogat-ი, რომელიც პასუხისმგებელია პალესტინის სამოქალაქო საკითხებზე.
0
0