
ისრაელის შეიარაღებული ძალები ღაზას საზღვრის მახლობლად მდებარე ქალაქებიდან 24 საათის განმავლობაში ყველა მაცხოვრებლის ევაკუაციას გეგმავს. ამის შესახებ ისრაელის შეიარაღებული ძალების პრესმდივანი დანიელ ჰაგარი აცხადებს.
ჰაგარის თქმით, ბრძოლები ახლაც გრძელდება სამხრეთ ნაწილში.
მისი თქმით, ჯარისკაცები იბრძვიან „ჰამასის“ ტერორისტების მიერ მძევლების გასათავისუფლებლად. კერძოდ, ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე გაანადგურეს 400-ზე მეტი პალესტინელი „ბოევიკი“ და დააკავეს ათობით
ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.
0
0