
ისრაელმა შეერთებულ შტატებს 10 მილიარდი დოლარის გადაუდებელი დახმარება სთხოვა. ამის შესახებ New York Times სამ ოფიციალურზე დაყრდნობით წერს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეთრი სახლი გეგმავს კონგრესში შეათანხმოს კანონპროექტი ისრაელისა და უკრაინის დახმარების მნიშვნელოვნად მცირე ოდენობით - ორი მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა ადრე განაცხადა, რომ ამერიკული ეკონომიკა გაუმკლავდება ორი სახელმწიფოს ერთდროულ მხარდაჭერას, რადგან კონფლიქტი ისრაელსა და რადიკალურ ჰამასის ჯგუფს შორის საფრთხეს უქმნის სტაბილურობას ახლო აღმოსავლეთში და აშშ აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის სამხედრო შემოჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში.
The New York Times-ის ცნობით, კონგრესმენები განიხილავენ ისრაელში ჭურვების გაგზავნას რკინის გუმბათის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის, 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალისა და მაღალი სიზუსტის ბომბების შესახებ - განაცხადა სენატში უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა.
ბაიდენის ადმინისტრაცია ასევე გაგზავნის ორ ავიამზიდს და სწრაფი რეაგირების ძალებს, მათ შორის 2000 საზღვაო ქვეითს, ისრაელის მხარდასაჭერად. ამის შესახებ Wall Street Journal პენტაგონის წყაროებზე დაყრდნობით წერს. ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას საომარ მოქმედებებში, განმარტავს გაზეთი.
0
0