09/06/2023
11:53
მსოფლიო
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, „ისრაელი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ირანისგან თავი დაიცვას,“ რადგან დიპლომატიამ ვერ შეაჩერა თეირანის ბირთვული შესაძლებლობების განვითარება.
იერუსალიმში, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში ექსკლუზიურად სიტყვით გამოსვლისას, ნეთანიაჰუმ უარყო აშშ-ის მცდელობები, რომლებიც მზარდი კრიზისის მხოლოდ დიალოგის გზით გადაწყვეტას ითვალისწინებს.
"მე არ ვფიქრობ, რომ დიპლომატია აუცილებლად იმუშავებს. დიპლომატია ეფექტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას თან ახლავს დამაჯერებელი სამხედრო ძალაც და მზადყოფნა სამხედრო ძალისხმევისათვის, როცა საფრთხის შეკავება ვერ მოხერხდება. ირანი ღიად არის მოწოდებული, გაიმეოროს ჰოლოკოსტი, რომელსაც ექვსი ან შვიდი მილიონი ებრაელი უნდა ემსხვერპლოს, ჩვენ კი ჩუმად ჩამოსხდომას არ ვაპირებთ. [თუ] ეს აიათოლაები ფიქრობენ, რომ მათ შეუძლიათ ბირთვული ჰოლოკოსტით დაგვემუქრონ, ცდებიან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თავი დავიცვათ," - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუმ მესიჯი გაუგზავნა საუდის არაბეთსა და ტახტის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანს, რადგან ქვეყნებს შორის სამშვიდობო შეთანხმების შესახებ ჭორები გრძელდება.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა არაბულ სახელმწიფოს და, რა თქმა უნდა, საუდის არაბეთს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს დიდი შესაძლებლობები, რომ გავაძლიეროთ მშვიდობა ჩვენს რეგიონში, ჩვენს ორ ქვეყანას შორის, ჩვენი ხალხების კეთილდღეობისთვის. ვფიქრობ, ეს შეცვლის ისტორიას“, - თქვა ნეთანიაჰუმ.
ასევე, პრემიერ-მინისტრმა "სრულიად მცდარი" უწოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო განცხადებას, რომელშიც დაგმობილია ებრაული რელიგიური სკოლის მშენებლობა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, როგორც "ბაიდენის ადმინისტრაციისადმი ისრაელის ვალდებულების დარღვევა".
„ღვთის გულისთვის, ეს ისრაელის მიწაა, ეს ჩვენი ქვეყანაა, ამიტომ მე სრულიად არ ვეთანხმები აღნიშნულ განცხადებას, მაგრამ ერთი რამ მართალია - პალესტინელები აქ არიან და ჩვენ არ ვაპირებთ მათ გაძევებას და არც ისინი აპირებენ ჩვენს გამოდევნას," - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
თუმცა, ნეთანიაჰუმ თქვა, რომ შეინარჩუნებს „სტატუს კვო“ ვალდებულებას იერუსალიმის წმინდა მუსლიმურ ადგილზე, ალ-აქსას" კომპლექსის ახლოს, რომელიც ებრაელებისთვის ცნობილია, როგორც "ტაძრების მთა".
0
0