
„ისრაელ-„ჰამასის“ ომი ახალგაზრდებს შორის სიძულვილს ზრდის როგორც რეგიონში, ასევე მთელ მსოფლიოში. ახალგაზრდებზე ომის გავლენა ძალიან საშიშია, რადგან ის აჯანყების, შურისძიებისა და სიძულვილის გრძნობას იწვევს.
სწორედ ამ მიზეზის გამო დაუყოვნებლივ უნდა გავაძლიეროთ მისაღები ზომები,” - განუცხადა BBC-ს ნობელის პრემიის ლაურეატმა კაილაშ სატიართმა.
”ბავშვებს არასოდეს გამოუწვევიათ ომები და შეიარაღებული კონფლიქტები, მაგრამ ისინი ყველაზე დიდი მსხვერპლია. ბავშვები არ არიან პასუხისმგებელნი დანაშაულის ჩადენაზე, მაგრამ ისინი იძულებულნი არიან, რომ გადაიხადონ ფასი მთელი სიცოცხლის განმავლობაში,“ - დასძინა სატიართმა.
ინდოელი აქტივისტი კაილაში სატიართი 2014 წელს ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. ის ერთ-ერთია 100-ზე მეტ ნობელის პრემიის ლაურეატს შორის, რომლებმაც გასულ თვეში ისრაელსა და ღაზაში მცხოვრები ბავშვების დაცვასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნეს.
0
0