
ისრაელი დღეს ირანის დედაქალაქ თეირანში მნიშვნელოვან სამიზნეებზე დარტყმას გეგმავს. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"ჩვენ დღეს თეირანში ძალიან მნიშვნელოვან სამიზნეებს დავარტყამთ და მცხოვრებლებს მოვუწოდებთ ევაკუაციისკენ“, – აღნიშნა კაცმა.
როგორც ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, მისი ქვეყანა ირანზე საჰაერო თავდასხმებს, რომელიც უკვე მეხუთე დღეა, მიმდინარეობს, დამოუკიდებლად აწარმოებს.
ამასთან, ისრაელ კაცმა ამერიკას „კარგი მეგობარი“ უწოდა, როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, შესაძლოა თუ არა შეერთებულმა შტატებმაც განახორციელოს დარტყმები.
„ამ მომენტში ისინი გვეხმარებიან რამდენიმე თავდასხმისგან თავდაცვაში და ამისთვის მადლობას ვუხდით“, – განაცხადა კაცმა.
მისივე თქმით, მისი ქვეყნის პოზიცია ირანთან მოლაპარაკებების შესახებ უცვლელია.
„კატეგორიულად არა, ჩვენ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
0
0