-share.jpg)
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) მონაცემების მიხედვით, ისრაელი-"ჰამასის" ომის შედეგად, სულ მცირე, 83 ჟურნალისტი დაიღუპა. მათგან 76 პალესტინელი, 4 ისრაელელი და 3 ლიბანელი იყო.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 16 ჟურნალისტი, 3 დაკარგულად მიიჩნევა, 25 კი დაკავებულად. კომიტეტი იძიებს მედიის წარმომადგენელთა დაკავებისა და მუქარის შემთხვევებსაც. ასევე, დაუდასტურებელ ცნობებს მედიის ოფისებსა და ჟურნალისტების სახლების დაზიანების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს.
თავდასხმის შედეგად ისრაელში 1 200-მდე ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი "ჰამასმა" მძევლად აიყვანა. მათი ნაწილი ზავის დროს გათავისუფლდა. ტერორისტული დაჯგუფების მიერ კონტროლირებადი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ღაზაში 24 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.
0
0