15/12/2023
10:48
მსოფლიო
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით, "[ისრაელ-„ჰამასის“] კონფლიქტის ტრაგიკული შედეგები გოგონების მომდევნო თაობებზე არაპროპორციულად აისახება".
„ორსული ქალები, მცირეწლოვანი ბავშვები, ხანდაზმულები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები გადამდები დაავადებების, არასრულფასოვანი კვებისა და სიკვდილის რისკის ქვეშ არიან, რაც ღაზას სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნგრევასთან ერთად სულ უფრო მოსალოდნელია“, - ნათქვამია განცხადებაში.
გაეროს განცხადებით, საცხოვრებლების ნგრევა, სკოლისა და ჯანდაცვის ორგანოების უფუნქციობა შეაფერხებს გოგონების მომავალს ღაზაში, რომელიც "უკვე ისედაც არასტაბილურია".
„,,ჰამასის“ მიერ სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე გამოძიება უნდა ჩატარდეს; დაუშვებელია, რომ დამნაშავეებს პასუხისგების თავიდან აცილების საშუალება მიეცეთ,“ - განაცხადა გაერომ.
როგორც მოწმეებმა BBC-ს განუცხადეს, 7 ოქტომბერს ,,ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, ქალებისა და გოგონების სხეულებზე "სექსუალური ძალადობის მრავალი ნიშანი" აღინიშნებოდა.
0
0