19/12/2023
10:16
მსოფლიო
ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთით, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე, ინტენსიური მიწისძვრის შემდეგ ვულკანი ამოიფრქვა.
,,მეთევზეთა ქალაქ გრინდავიკიდან 4000-მდე ადამიანი ევაკუირებულია. ამოფრქვევა ჰაგაფელთან ახლოს, ქალაქ გრინდავიკის ჩრდილოეთით, დაახლოებით, 3 კილომეტრში დაიწყო. ვულკანის ნაპრალის სიგრძე 3,5 კმ-ია. ლავა ქალაქისკენ მიედინება წამში 100-200 მ3 სიჩქარით,“ - განაცხადა ისლანდიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა.
,,ვულკანი სწრაფად ამოიფრქვა. ლავა, როგორც ჩანს, დიდი ნაპრალიდან ყველა მიმართულებით მიედინება. ეს საკმაოდ საშიში შემთხვევაა,“ - განუცხადა ისლანდიის ეროვნულ მაუწყებელ RUV-ს სამოქალაქო თავდაცვის პოლიციის წარმომადგენელმა ვიდირ რეინისონმა.
ამოფრქვევის ზუსტი ადგილმდებარეობისა და ზომის დასადასტურებლად ხელისფლებამ სანაპირო დაცვის ვერტმფრენი გაგზავნა.
დედაქალაქ რეიკიავიკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოქტომბრის ბოლოდან, მიწისძვრების აქტივობის ზრდა ფიქსირდება. 2010 წლის აპრილში, ვულკან Eyjafjallajokull-ის ამოფრქვევამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის საჰაერო სივრცის ყველაზე მასშტაბური ჩაკეტვა გამოიწვია. ზარალი 1,5-2,5 მილიარდ ევრომდე შეფასდა.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024