21/02/2023
14:11
მსოფლიო
დასავლეთის ქვეყნები უკრაინის ნაციონალისტური ბატალიონების ოფიცრებს წვრთნიდნენ და იარაღს აწვდიდნენ, კიევი, ე.წ. ოპერაციის დაწყებამდე, მოლაპარაკებებს აწარმოებდა დასავლეთთან იარაღის მიწოდებაზე. ამის შესახებ რუსეთის ლიდერმა ფედერალური საკრებულოსადმი დღევანდელი მიმართვისას განაცხადა.
„უკრაინელი ნეონაცისტები სულ უფრო მეტად წახალისდნენ ტერორისტულ მოქმედებებში დონბასში. დასავლური აკადემიები და სკოლები ავარჯიშებდნენ ნაციონალისტური ბატალიონების ოფიცრებს, აწვდიდნენ იარაღს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჯერ კიდევ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე იმართებოდა მოლაპარაკებები კიევსა და დასავლეთს შორის უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების, საბრძოლო თვითმფრინავების და სხვა მძიმე ტექნიკის მიწოდებაზე“ - აღნიშნა პუტინმა.
მანვე განაცხადა, რომ დასავლური ელიტა ტოტალური არაპრინციპული სიცრუის სიმბოლოდ იქცა.
მისი თქმით, დასავლეთი დონბასის პრობლემების გადაჭრის ნაცვლად, დანიშნული ბანქოს კარტებით თამაშობდა ადამიანების სიცოცხლით, მოტყუების მეთოდი დასავლეთის მიერ ადრევე იყო გამოცდილი. ის სირცხვილს ვერ ჩამოირეცხავს.
„გამოდის, რომ ყოველთვის, როცა დონბასი იწვოდა, როცა სისხლი იღვრებოდა, როცა რუსეთი გულწრფელად მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, გულწრფელად ისწრაფოდა მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ, თამაშობდნენ ხალხის სიცოცხლით. როგორც ცნობილ წრეებში ამბობენ, დანიშნული ბანქოს კარტებით“ - განაცხადა პუტინმა ფედერალურ ასამბლეაში გამოსვლისას.
„მოტყუების ეს ამაზრზენი მეთოდი არაერთხელ გამოსცადეს. ისინი ისევე ორგულად მოიქცნენ, ანადგურებდნენ იუგოსლავიას, ერაყს, ლიბიას, სირიას. ისინი ვერასოდეს ჩამოიბანენ თავს ამ სირცხვილისგან. პატივის, ნდობის, წესიერების კონცეფცია მათთვის არ არსებობს“ - ჰამაცხადა პუტინმა.
0
0