21/09/2024
12:44
პოლიტიკა
„არაფერზე დაიხევენ უკან, თუნდაც, ვინმეს ლიკვიდაციაზე მიდგეს საქმე, დარჩო ხეჩუაშვილი შემოვიდა საშინელების ჩადენისთვის, რაც ვნახეთ რამდენიმე წლის წინ“, - ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი ირაკლი კირცხალია გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილის დარჩო ხეჩუაშვილის საქართველოში კანონდარღვევით შემოსვლას.
დეპუტატის თქმით, დარჩო ხეჩუაშვილი საქართველოში დესტრუქციისა და არეულობისთვის შემოვიდა.
„ნამდვილად არ მგონია, ის აქ შემოსულიყო გასართობად ან რაიმე სხვა საქმისთვის, თუ არა - დესტრუქციისთვის და არეულობისთვის. ის შემოვიდა საშინელების ჩადენისთვის, რაც ვნახეთ რამდენიმე წლის წინ. მინდა, საზოგადოებას გავახსენო ბატონი პრემიერის განცხადება, როდესაც წინასაარჩევნო ერთ-ერთი შემაჯამებელი შუალედური ბრიფინგი იყო, მან განაცხადა, რომ არის ინფორმაცია, რომ ცდილობენ, მაქსიმალური დესტრუქცია და არეულობა შემოიტანონ. ისინი არაფერზე დაიხევენ უკან, თუნდაც, ვინმეს ლიკვიდაციაზე მიდგეს საქმე. საზოგადოება ძალიან კარგად უნდა დაფიქრდეს, თუ ვისთან აქვს საქმე კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახით“, - აცხადებს კირცხალია.
0
0