
3 აგვისტოს შოვში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად დაზარალებული გიო ადამია სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
„ხუთი თვე გავიდა შოვის ტრაგედიიდან, არც მე და არც სხვა ჩემთან ერთად გადარჩენილს დღემდე არ მიგვიღია დაზარალებულის სტატუსი, პროკურატურა ექსპერტიზის დასკვნას ელოდებოდა, რომელმაც დაადგინა რომ მსუბუქად დავზიანდით და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ მიგვიღია.
ჩვენ ადამიანები რომელიც ოთხი საათი მეწყერში ვხოხავდით, ყოველი წამი საშიში იყო ჩვენი და ჩვენი ბავშვების სიცოცხლისათვის. ავტომობილები რომლებშიც ვისხედით წამებში მეწყერმა გაგვტაცა და გაანადგურა, დღეები ფეხზე ვერ ვდგებოდით. ხუთი თვის თავზე ისევ გვესიზმრება კოშმარები თუ როგორ გავურბივართ მეწყერს, მე და თომას რაჭის გაგონებაზე უსიამოვნო განცდა გვეუფლება, მთის დანახვაზე შიშის გრძნობა გვიპყრობს საქართველოს მთავრობა -მ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ფეხზე დაგვიკიდა, ჩემს ოჯახს მათგან არანაერი ყურადღება, თანადგომა არ მიგვიღია ამ ხუთი თვის მანძილზე.
შობა-ახალწელს გილოცავთ ყველას!
მადლობა ღმერთს ჩვენი გადარჩენისთვის და იმ რაჭველ ბიჭებს ვინც გამოგვიყვანა იმ საშინელებიდან.
კიდევ ერთხელ ვუთანაგრძნობ გარდაცვლილების ოჯახებს“, – წერს ის.
0
0