05/03/2022
14:14
მსოფლიო
"დარწმუნებული ვარ, მალე ჩვენ შევძლებთ ვუთხრათ ჩვენს ხალხს: დაბრუნდით, დაბრუნდით პოლონეთიდან, რუმინეთიდან, სლოვაკეთიდან და ყველა სხვა ქვეყნიდან. დაბრუნდით, რადგან საფრთხე აღარ არსებობს.
ჩვენ უკვე მომავალზე ვფიქრობთ. როგორ აღვადგინოთ ჩვენი ქალაქები, აღვადგინოთ ეკონომიკა. უკვე არსებობს შეთანხმება უკრაინას რეკონსტრუქციისთვის ათეულობით მილიარდი დოლარის გამოყოფაზე და ეს მხოლოდ პირველი გადაწყვეტილებებია.
ისეთ ზარალს ვაყენებთ დამპყრობლებს, რაც მას არასოდეს უნახავს თავის უარეს სიზმარში. რუსეთის არმიამ ვერ მიაღწია დაგეგმილ ხაზებს, მაგრამ მიაღწია თითქმის 10 ათას დაღუპულს. საშინელებაა, ესენი არიან 18-20 წლის ჯარისკაცები, თითქმის ბავშვები, რომლებსაც ვერც კი უხსნიდნენ, რატომ აპირებენ ბრძოლას და რატომ არიან უცხო ქვეყანაში. რუსეთს მათთვის სიკვდილის მაგივრად სხვა რამის მიცემა შეეძლო.
ჩვენი მხრივ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შეთანხმებამ იმუშაოს. ეს არის დღევანდელი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა უფრო შორს წასვლა მოლაპარაკების პროცესში“. - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.
0
0