"ისეთ ადამიანებს, როგორიც ვიოლა ფონ კრამონია, არანაირი სურვილი არ აქვთ საქართველოს განვითარების, წინსვლისა და ევროინტეგრაციის" - კალაძე
A-
+A
-share.jpg)
ისეთ ადამიანებს და ტიპაჟებს, როგორიც არის ქალბატონი ვიოლა, საქართველოს განვითარების, წინსვლისა და ევროინტეგრაციის არანაირი სურვილი არ აქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კახა კალაძე აღნიშნული კომენტარით 7-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე ევროპარლამენტარ, ვიოლა ფონ კრამონის მისვლას გამოეხმაურა.
როგორც კახა კალაძე ამბობს, ასეთი ქმედება სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის უპატივცემულობაა.
- „ეს არის სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის უპატივცემულობა, რაც არაერთხელ დადასტურებულა თუნდაც განცხადებებით, ამ ადამიანების ქმედებებით. ერთი მხრივ, მოგვიწოდებენ დეპოლარიზაციისკენ და მეორე მხრივ, ეს ადამიანები, ეგრეთ წოდებული, ჩვენი მეგობრები, ჩვენი ქვეყნის მეგობრები ხელს უწყობენ პოლარიზაციას, ხელს უწყობენ მარგინალური, რადიკალური დაჯგუფებების დაფინანსებას. რბილად რომ ვთქვათ და შევაფასოთ, ეს არის ძალიან დიდი უპატივცემულობა. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს არსებულ ვითარებას, რეალობას, ვინ არის ამ ქვეყნის მართლა მეგობარი, ვის აქვს სურვილი, ჩვენი ქვეყანა განვითარდეს, წინ წავიდეს, მოხდეს ევროინტეგრაცია. ასეთ ადამიანებს და ასეთ ტიპაჟებს, როგორიც არის ქალბატონი ვიოლა, ნამდვილად არანაირი სურვილი არ აქვთ საქართველოს განვითარების, წინსვლისა და ევროინტეგრაციის. ამ ადამიანებს თავიანთი კონკრეტული ინტერესები აქვთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
0
0
331
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
შალვა პაპუაშვილი ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა
16/06/2026
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%