10/04/2023
20:37
პოლიტიკა
პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით 9 აპრილს მოწყობილ აქციას ეხმაურება და ამბობს, რომ პარტიის ახლად არჩეულ თავმჯდომარეს “ლევან ხაბეიშვილს დანარჩენმა პარტიებმა უმტყუნეს”.
ჩარკვიანის თქმით, ხაბეიშვილთან დაპირისპირების გამო, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაწირეს პარტიის შიგნითაც, ე.წ. ნიკა მელიის ფრთის წევრებმა.
„ისე როგორ უნდა ჩაუჯინდნენ პარტიის არჩეულ თავმჯდომარეს, რომ შემოეფცქვნათ და შემოადნათ ხელში საკუთარი პრეზიდენტი. თუ რჩები პარტიაში, კეთილი ინებე მაშინ და იმ შენს 40 პროცენტს როგორც ამობილიზებდი, რომ ხმა მომეცითო, მელიას დროს როგორც კეთდებოდა, ისე ეცათ პატივი საკუთარი პრეზიდენტისთვის, სააკაშვილისთვის - ადამიანისთვის, რომელიც ელემენტარულად უკვე კვდება. მე მიკვირს და გაოცებული ვარ, ასე როგორ უნდა დაუპირისპირდნენ ახალ არჩეულ თავმჯდომარეს, რომ მიშა გაწირონ? რომც ყოფილიყო [აქციაზე] ერთი ცალი მელია და ზედ კიდევ ხუთი ცალი მისი მაგვარი „ფეისი“, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს საკმარისი არ იქნებოდა. ჩახედეთ, რა ხდებოდა FACEBOOK-ზე, „ოცნების“ ტროლებს ასწრებდნენ“, - განაცხადა ჩარკვიანმა.
მისივე თქმით, „ერთი პარტიის პირობაზე“, აქციაზე ბევრი ადამიანი იყო გამოსული.
„ერთი პარტიის ხალხი იყო გამოყვანილი, მე რაც ვნახე, დანარჩენი, პარტიებმა უმტყუნეს, არ მოვიდნენ. ძალიან მაგარი მუშაობა ჩაატარეს იმ წელიწადნახევრიანი სიჩუმის მერე, რაც მელიამ დაატრიალა. ორი თვეა მოვიდა ადამიანი, გახლეჩა-დაპირისპირების დროს, ერთი პარტიის პირობაზე გააკეთა მიტინგი“, - აცხადებს ჩარკვიანი.
0
0