27/12/2021
13:58
პოლიტიკა
მისი თქმით, მინისტრის პორტფელისა და პოლიტიკური თანამდებობისთვის მმართველი ხელისუფლება მენეჯერული თვისებებით მქონე პიროვნებას წარადგენს.
„ოპოზიციას, რომ ჰკითხო მინისტრის გარეშე დარჩება აღმასრულებელი ხელისუფლება, ისე, მინისტრებად რომ ნიშნავდნენ წინა ხელისუფლების დროს, რომელს ჰქონდა გამოცდილება ან განათლება?! მაინც და მაინც თუ გაინტერესებთ, და თან პრო-დასავლურობას აწვებით (ყოველ შემთხვევაში ასე ამბობთ!), მგონი უნდა იცოდეთ მინისტრის პორტფელისა და პოლიტიკური თანამდებობისთვის მმართველი ხელისუფლება წარადგენს მენეჯერული თვისებებით მქონე პიროვნებას.
კიდევ კარგი ოპოზიცია არ არის ხელისუფლებაში (ესენი, კიდევ დიდხანს ვერ იქნებიან!), თორემ რა ჩრდილოვანი კაბინეტი ჩამოაყალიბეს გვახსოვს ალბათ. ასე, რომ უფრო ნორმალურ და არგუმენტირებულ მოსაზრებებს თუ მოიტანენ შემდგომისთვის უკეთესი იქნება!“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
0
0