
„ისე მეშინია, როგორც არასდროს“- სენატორმა რიჩარდ ბლუმენტალმა ირანში აშშ-ის სახმელეთო ჯარების შესაძლო შეყვანის გამო შეშფოთება გამოთქვა.
დემოკრატმა სენატორმა სენატში ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ამერიკა-ირანის ომის შესახებ გამართული დახურული ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა:
„უნდა ვთქვა, რომ ამ ბრიფინგის შემდეგ ისე მეშინია, როგორც არასდროს; ჩვენ, შესაძლოა, სახმელეთო ქვედანაყოფების ჩართვა მოგვიწიოს. აშშ-ის ჯარები შეიძლება საჭირო გახდეს იმ მიზნების მისაღწევად, რომლებიც, როგორც ჩანს, ადმინისტრაციას აქვს. თუმცა, ჩვენთვის პრიორიტეტები უფრო ნათელი არ გამხდარა — იქნება ეს ირანის ბირთვული პოტენციალის განადგურება, მათი რაკეტების განადგურება, რეჟიმის შეცვლა თუ მათი ტერორისტული აქტივობის შეჩერება. ეს ომი ამერიკელ ხალხს არ აურჩევია, ომი პრეზიდენტმა აირჩია“.
0
0