30/12/2022
01:09
მსოფლიო
ბრაზილიის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი ნეიმარი პელეს გარდაცვალებას ემოციური პოსტით გამოეხმაურა.
„პელემდე 10 მხოლოდ რიცხვი იყო – ეს ფრაზა სადღაც წავიკითხე. მაგრამ ეს წინადადება არასრულია. მე ვიტყოდი, რომ პელემდე ფეხბურთი მხოლოდ სპორტი იყო, მან ის ხელოვნებად აქცია, გასართობად. ფეხბურთმა და ბრაზილიამ „ფეხბურთის მეფის“ წყალობით სტატუსი აიმაღლა. ის წავიდა, მაგრამ მისი მაგია დარჩა. პელე მარადიულია“, – წერს ნეიმარი.
რამდენიმე საათის წინ, ბრაზილიური და მსოფლიოს ფეხბურთის ლეგენდა, პელე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
პელე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ერთადერთი ფეხბურთელია (1958, 1962, 1970). ის "სანტოსისა" და ნიუ იორკის "კოსმოსის" ღირსებას იცავდა.
პელე ფიფას, World Soccer-ისა და France Football-ის ვერსიით XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად იყო აღიარებული, ხოლო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად.
0
0