-share.jpg)
„ჩინეთმა უნდა მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში „სამართლიანი მშვიდობის“ დამკვიდრებაში და ამ კონფლიქტში მის მიერ შესრულებული როლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირთან ურთიერთობების ჩამოყალიბებაში,“ - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
„ჩინეთს, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, ეკისრება პასუხისმგებლობა, შეასრულოს კონსტრუქციული როლი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე დამყარებული მშვიდობის უზრუნველყოფაში, რასაც განაპირობებს უკრაინის ტერიტორიებიდან დამპყრობელი რუსული არმიის გაყვანა.
ნებისმიერი სამშვიდობო გეგმა, რომელიც ფაქტობრივად გააძლიერებს რუსეთის ანექსიას, უბრალოდ არ არის სიცოცხლისუნარიანი გეგმა. ჩვენ გულწრფელი უნდა ვიყოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორ იმოქმედებს ჩინეთი პუტინის ომთან დაკავშირებით, გადამწყვეტი ფაქტორი იქნება ევროკავშირისა და ჩინეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის,”- თქვა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში სიტყვით გამოსვლისას, პეკინში გამგზავრების წინა დღეს.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნული კომენტარი რუსეთში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის სი ძინპინის სამდღიანი ვიზიტის შემდეგ გააკეთა.
0
0