07/08/2023
13:22
პოლიტიკა
„სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ და პარტიის სხვა წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ვაშაძის თქმით, ქართველი მებრძოლების როლი უდიდესია საქართველოს მთლიანობის შენარჩუნებაში და საქართველოს აქვს შანსი იყოს - ერთიანი ძლიერი, დასავლური ცივილიზაციის ღირსეული წევრი.
„7 აგვისტოს თავს დაგვესხა რუსეთი, ეს არის უკვე მსოფლიოს მიერ აღიარებული ფაქტი, მითუმეტეს, 2014 წლის ყირიმის ანექსიისა და ახლა უკრაინაში მიმდინარე ომის შემდგომ, ყველამ დაინახა, რომ რუსეთი არ გაჩერდა მხოლოდ საქართველოზე თავდასხმით.
ის, რომ დღეს გვაქვს პერსპექტივა გავხდეთ ნატოსა და ევროკავშირის წევრი, რეგიონის ლიდერი სახელმწიფო, უპირველესად ჩვენი გმირი ბიჭების დამსახურებაა. სწორედ ამიტომ ამ პატივისცემის დასტურად ვარ დღეს მე აქ. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ძლიერი საქართველო არ აშენდება ამ და სხვა უამრავი გმირი ბიჭების შესაბამისი დაფასებისა და პატივისცემის გარეშე. საქართველო იქნება ერთიანი, საქართველო იქნება ნატოსა და ევროკავშირის წევრი უსაფრთხო ქვეყანა.
დიდება გმირებს! დიდება საქართველოს!
საქართველოს აქვს ძალიან დიდი მომავალი და ამ გმირების წვლილი არის ძალიან დიდი და სწორედ ამ ფუნდამენტზე უნდა ავაშენოთ ერთიანი, ძლიერი, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი საქართველო", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
0
0