26/11/2024
14:37
მსოფლიო
რუმინელი ევროპარლამენტარი, "ევროპის სახალხო პარტიის" ვიცე-პრეზიდენტი, ზიგფრიდ მურესანი მის ქვეყანაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთს შეუძლია საფრთხე შეუქმნას ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიულ პროცესს.
„ის, რაც რუმინეთში მოხდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, შეიძლება მოხდეს ყველა ქვეყანაში. ეს მოხდა მოლდოვაში, ეს მოხდა საქართველოში და ეს ყველგან შეიძლება მოხდეს“, - წერს ევროპარლამენტარი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი თქმით ახლა, ისე როგორც არასდროს, საჭიროა ბრძოლა ექსტრემიზმის წინააღმდეგ.
„რუსეთს შეუძლია საფრთხე შეუქმნას ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიულ პროცესს. ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ვიბრძოლოთ ექსტრემიზმის წინააღმდეგ და შევინარჩუნოთ რუმინეთი ევროპულ გზაზე“, - წერს რუმინელი ევროპარლამენტარი.
შეგახსენებთ, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა. დასავლური მედიის შეფასებით, კალინ ჯორჯესკუ ნატო-ს მიმართ კრიტიკითა და რუსეთის მიმართ კეთილგანწყობით გამოირჩევა.
0
0