09/05/2024
17:04
პოლიტიკა
პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, არჩევნები დროებითმა (გარდამავალმა, ტექნიკურმა) მთავრობამ უნდა ჩაატაროს.
მელიას თქმით, სააკაშვილი პატიმარია, შესაბამისად, „მის განცხადებებს ვერ შეაფასებს“
„მე პარტია „ახალის“ წარმომადგენელი ვარ, მიხეილ სააკაშვილს თავისი პოლიტიკური პარტია აქვს - „ნაციონალური მოძრაობა“. ის პატიმარია, მის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, კომენტარებს და განცხადებებს არ ვაკეთებ. მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერია, მას აქვს თავისი მოსაზრება, ეს არ ნიშნავს, რომ პარტია „ახალში“ მის მოსაზრებას ვეთანხმებით. ამ კონკრეტულ მოსაზრებასთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიციები ფუნდამენტურად განსხვავდება, სიმართლე გითხრათ, არც ვიცოდი მისი ეს განცხადება, თქვენ რომ არ დაგესვათ კითხვა. მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებიდან გამომდინარე საუბრობს, მას თავისი ხედვა აქვს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ნამდვილად კავშირში არ არის პარტია „ახალთან“, - განაცხადა მელიამ.
0
0