24/11/2021
17:16
პოლიტიკა
როგორც ადვოკატი ამბობს, არ არის დარწმუნებული, რომ ამ ეტაპზე სააკაშვილი სასამართლო პროცესებზე საკუთარი თავის სწორად და ხარისხიანად დაცვას შეძლებს. ევგენი გრუშოვეცის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ მოვლენებს, რაც სააკაშვილის შიმშილობის პერიოდში მოხდა, უკვალოდ არ ჩაუვლია და მას რეაბილიტაცია სჭირდება.
„მე ასე მეჩვენება მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, რადგან, ის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ბოლოს ვნახე უკრაინაში, და ეს, რომელსაც მე შევხვდი დღეს, ფიზიკურად ერთი და იგივე ადამიანია, თუმცა მორალურად სხვადასხვა ადამიანები არიან. შეიძლება ახლა არაპოპულარული რამ ვთქვა, მაგრამ მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ის შეძლებს საკუთარი თავის სწორად და ხარისხიანად დაცვას ამჟამად მიმდინარე სასამართლო პროცესებზე, იმის მიუხედავად, რომ არიან ადვოკატები, დამცველები. ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ შეძლებს საკუთარი თავის დაცვას. დარწმუნებული ვარ, იმ მოვლენებს, რაც მოხდა შიმშილობის პერიოდში, ნამდვილად უკვალოდ არ ჩაუვლია. ჩემი ღრმა რწმენით, მიხეილ სააკაშვილს დღეს სჭირდება სულ მცირე რეაბილიტაცია. არ ვიცი, შესაძლებელია თუ არა ჰოსპიტალში ყველაფერი აუცილებლის უზრუნველყოფა, თუმცა ფაქტია, რომ ასეთ მდგომარეობაში ადამიანი ვერ შეძლებს საკუთარი თავის სწორად და ხარისხიანად დაცვას. პრობლემა კომპლექსურია. ეს არ არის ერთი საქმის პრობლემა“, – განაცხადა ევგენი გრუშოვეცმა.
0
0