-share.jpg)
"ბოლო სიმღერა და უკანასკნელი სურვილი-არ დაივიწყონ თბილისელებმა, არ დაივიწყოს საქართველომ!“ - ჟურნალისტი მაკა რაზმაძე, უცხოეთში გარდაცვლილ მომღერალზე, ინგა ფერაძის შესახებ წერს:
“ცოცხალი ვერ ეღირსა სამწუხაროდ თავის სამშობლოში ჩამოსვლას და იქნებ ის მაინც ავუსრულოთ რომ მშობლიურ მიწაზე დაიკრძალოს. ინგა ფერაძის უკანასკნელი თხოვნაა ეს, რაც ოჯახს და მეგობრებს დაგვიბარა! იქნებ დაგვეხმაროს ხელისუფლება და საელჩო, იქნებ შესაძლებელი გახდეს ინგას გადმოსვენება და სამშობლოში დაკრძალვა! მოგმართავთ ყველას-დაგვეხმარეთ!!სიკვდილის შემდეგ მაინც ავუსრულოთ უკანასკნელი ანდერძი ადამიანს, რომელსაც არასდროს არავინ შეუწუხებია და პირიქით, თავისი კეთილი გულით და უსაზღვრო ნიჭიერებით ყველას ახარებდა ყოველთვის! გთხოვთ, სულ რამდენიმე დღე გვაქვს სანამ ბელგიაში დაიკრძალება.“ - წერს ჟურნალისტი.
ბელგიაში მომღერალი ინგა ფერაძე გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა მეგობარმა, ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ დაადასტურა. მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დროს მძიმე იყო, მაგრამ ერთი კვირის წინ მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ამ დროისთვის უცნობია ინფორმაცია სად დაკრძალავენ ხელოვანს, ბელგიაში თუ სამშობლოში ჩამოასვენებენ.
0
0