
"ოცნებამ" გადაუხვია, "ოცნებამ" უარი უთხრა ევროპას, "ოცნებამ" უარი უთხრა ამერიკას, "ოცნებამ" უთხრა ერთსაც და მეორესაც, რომ თქვენი ფული არ გვჭირდება - მე არ შევცვლილვარ, მე ვარ ის, რაც ვიყავი 70 წელი და ვრჩები [ასე],- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც პრეზიდენტი განმარტავს, მას არ უღალატია საქართველოსთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც ხმა მისცა 2018 წელს არჩევნებში.
"ის გაგება, რომელიც საზოგადოებაში კიდევ სუფევს, რომ მე ხმა მივეცი ვინმეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საბოლოოდ უნდა იყო ამ ადამიანების, მისი ნათქვამისა და გადაწყვეტილების მფლობელი. მხარი მე დამიჭირეს იმიტომ, რომ ვიყავი ამ გზის [ევროინტეგრაციის] წარმომადგენელი. მე ძირითადად, საგარეო პოლიტიკაზე მქონდა ამბიცია. ვიცოდი, რომ როგორც პრეზიდენტი, ამ დარგში ის პოზიცია და პოლიტიკა, რასაც წარმოვადგენდი, რისიც მჯეროდა, რისი გაკეთებაც შემეძლო და რაც მთელი ცხოვრება იყო ჩემი ერთადერთი მიზანი, ეს არ შეცვლილა.-“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
0
0