
ჩინურ ლაბორატორიაში, რომელიც COVID-19-ის გაჟონვაშია ეჭვმიტანილი, მეცნიერებმა ღამურებში ახალი კორონავირუსი აღმოაჩინეს და ის ძალიან ჰგავს 2020 წლის მომაკვდინებელი პანდემიის გამომწვევ ვირუსს, - ნათქვამია კვლევაში.
„ვირუსი აღმოაჩინეს უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში და მას ცხოველიდან ადამიანზე გადაცემის პოტენციალი აქვს, თუმცა ჯერჯერობით არცერთ ცოცხალ ადამიანში ინფექცია არ დაფიქსირებულა", - წერია სამეცნიერო ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნებულ კვლევაში.
ღამურების ვირუსი, სახელად HKU5-CoV-2, იმავე ადამიანის რეცეპტორს იყენებს, რასაც SARS-CoV-2 - კორონავირუსის შტამი, რომელიც COVID-19-ს იწვევს.
კვლევის მიხედვით, ახლად აღმოჩენილ ვირუსს შეუძლია ადამიანის და სხვა ძუძუმწოვრების უჯრედების ინფიცირება, ამ უჯრედებში არსებული კონკრეტული ცილებთან შეწებების გზით. თუმცა, ვირუსის ადამიანებში გავრცელების შესაძლებლობა "შემდგომი კვლევების საგანია", - აღნიშნულია სტატიაში.
მკვლევართა თქმით, ღამურების ახალი ვირუსი იმავე კორონავირუსის ოჯახს მიეკუთვნება, რაც შუა აღმოსავლეთის რესპირატორულ სინდრომს (MERS) იწვევს - სერიოზულ და ხშირად მომაკვდინებელ დაავადებას, რომელიც ადამიანებზე აქლემებთან უშუალო კონტაქტით გადადის. MERS-ის შემთხვევების უმეტესობა დაფიქსირებულია არაბეთის ნახევარკუნძულის ქვეყნებში, მათ შორის საუდის არაბეთში, ქუვეითში და ყატარში.
პირველი ცნობილი COVID-19-ის შემთხვევა ადამიანებში 2019 წლის ნოემბერში უჰანში დაფიქსირდა. CDC-ის მონაცემებით, პანდემიის შედეგად ამერიკაში 1.2 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი წლებია ყურადღების ცენტრშია COVID-19-ის ლაბორატორიული გაჟონვის თეორიებთან დაკავშირებით - თუმცა ამ ბრალდებას, ჩინეთი ამ დრომდე უარყოფს.
0
0