02/02/2026
14:56

ილონ მასკი ეპშტეინის ფაილებსა და მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას ეხმაურება.
„არავის უბრძოლია ეპშტეინის ფაილების სრული გასაჯაროებისა და ბავშვებზე მოძალადეების პასუხისგებაში მიცემისთვის იმაზე მეტად, ვიდრე მე. ეს გავაკეთე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი ტრადიციული მედია, უკიდურესი მემარცხენე პროპაგანდისტები და ნამდვილი დამნაშავეები: არაფერს აღიარებდნენ, ყველაფერს უარყოფდნენ, ჩემს წინააღმდეგ შემხვედრ ბრალდებებს წამოაყენებდნენ.
ვიცოდი, რომ დაუნდობლად გამაშავებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს ვყოფილვარ მის წვეულებებზე, არ მიფრენია მის თვითმფრინავზე – „ლოლიტა ექსპრესზე“, ფეხი არ დამიდგამს მის საშინელ კუნძულზე და საერთოდ, არაფერი ცუდი არ ჩამიდენია.
და მაინც, ის აუტანელი ტკივილი, რომელიც მოჰყვა ბრალდებებს, რის მიხედვითაც მე, ჩემივე თავის სრულიად საპირისპირო ვარ, გამართლებული აღმოჩნდა.
ძლიერნი ვალდებულნი არიან დაიცვან ისინი, ვისაც საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლიათ, განსაკუთრებით კი დაუცველი ბავშვები. მე მზად ვარ მივიღო ნებისმიერი ტკივილი მომავალშიც, თუ ეს დაგვეხმარება ბავშვების კიდევ უფრო უკეთ დაცვაში და მისცემს მათ შანსს, ბედნიერი ცხოვრებით იცხოვრონ“.- წერს მასკი.
0
0