ის არის აუცილებლად განსაკვეთი და ეს აუცილებლად მოხდება, - ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ დღევანდელი წირვის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.
“ჭიღლაძე არის ერეტიკოსი თავისი სწავლებით, აქვს მღდვლობა შეჩერებული და მას სინანულისათვის მიეცა დრო. ნაცვლად იმის, რომ ეს დრო მან სინანულისთვის გამოიყენოს, ის არის დაკავებული ცილისმწამებლური, ანტიეკლესიური და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებით, რომელსაც უდიდესი შფოთი და არეულობა შეაქვს ჩვენს საზოგადოებაში” - განაცხადა მეუფე გიორგიმ.
მისივე თქმით, “ჯერ ადამიანი უნდა იყო და კაცი, მერე უნდა იყო ან მღვდელი, დიაკვანი და ეპისკოპოსი”.
“ჩინი და თანამდებობა ადამიანს კაცად ვერ გახდის. კაცი რომ ადამიანის სახეს დაკარგავს, ყოვლადწმინდა სამება თუ უშველის მას. ის არის პირდაპირ, აუცილებლად განსაკვეთი. ეს აუცილებლად მოხდება. სინოდზე დადგება ეს საკითხი და ვერავინ ვერ დააფარებს მას ხელს”, - განაცხადა მან.
ეპისკოპოსმა ქადაგებისას ილია ჭიღლასთან ერთად პეტრე კოლხიც ახსენა.
“სადამდე დაეცა ილია ჭიღლაძე, ადამიანი, რომელიც უკიდურეს ფსკერზეა დასული. მეცოდება იგი, მართლა მეცოდება, მაგრამ გარდა იმისა, რომ ეს ადამიანი გათავებულია, ამაში დარწმუნებული ვარ, რომ ის ასრულებს დიდ შეკვეთას, როგორც თავისი სიძე კოლხი.. თუ რა დაირქვა, არ ვიცი, პეტრე კოლხი” - აღნიშნა მეუფემ.
0
0