01/04/2022
14:35
მსოფლიო
შოიგუ პირველი იყო რუსულ ელიტაში, ვინც რქის აბაზანებით დაინტერესდა. 2000-იანი წლებში, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელმა პირველად ჩაიყავნა პრეზიდენტი ალთაიში და დაარწმუნა პროცედურის სარგებლიანობაში - ამბობენ, რომ პროცედურა აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას და აახალგაზრდავებს კანს, თუმცა ეს დადასტურებული არ არის.
პუტინი, რომელმაც თავის ჯანმრთელობაზე ბევრს ფიქრობს, ალთაიში ჩადის და ირმის რქების აბაზანაში იძირება.
რუსულმა ელიტამ სწრაფად შეამჩნია პუტინის ახალი გატაცება. ახალგაზრდობის გახანგრძლივების გზები სწრაფად გახდა პოპულარული ოფიციალური პირებს შორის.
"პროექტის" ერთ-ერთი წყარო - პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი - ამბობს, რომ ის თავად იმყოფებოდა ალთაიში, სადაც შეხვდა მოსკოვის მერს სერგეი სობიანინს. ხოლო, ირმის რქის სისხლიანი აბაზანების დიდი გულშემატკივრები - „გაზპრომის“ ხელმძღვანელს ალექსეი მილერს და მისი გარემოცვას - წელიწადში ერთხელ მაინც ალთაიდან მოსკოვამდე კონტეინერებით ჩამოაქვთ ირმის რქის ექსტრაქტი.
როგორ მზადდება რქის აბაზანები? გაზაფხულზე, ალთაის ირმებს რქები დიდი სისწრაფით ეზრდებათ, დღეში რამდენიმე სანტიმეტრი. ამ დროს, რქები ჯერ კიდევ არ არის გარქოვანებული, ისინი რბილია და სისხლით სავსე. სწორედ მათ მიაწერენ სამკურნალო ეფექტს - ასე რომ, არსებობს მთელი ინდუსტრია პანტოკრინის, რქებიდან ამოღებული აქტიური ნივთიერების მოპოვებისთვის. ამისათვის, ირმებს აკრავენ, ან ამაგრებენ სპეციალურ მანქანაზე, ისე, რომ უმწეოდ არიან ჩამოკიდებული და ხერხით, ჯერ კიდევ ცოცხალ რქებს აჭრიან.
ცხოველთა უფლებების დამცველები ამბობენ, რომ ირმებისთვის რქების მოჭრა, ისეთივე შეგრძნებაა, როგორც ადამიანისთვის ფრჩხილების დაძრობა.
0
0