
ახალი ამბების ირლანდიური პორტალი The Islander-ი თბილისში გუშინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ის, რაც მოხდა საქართველოს დედაქალაქში, არ იყო სტიქიური მიტინგი. ეს იყო საქართველოს მთავრობის ჩამოშორების მიზნით დაგეგმილი ჰიბრიდული ომის კლასიკური ოპერაცია.
„შეცდომაში ნუ შეხვალთ, ეს არ იყო სტიქიური პროტესტი. ეს იყო ჰიბრიდული ომის კლასიკური ოპერაცია, რომელიც დაუმორჩილებელი მთავრობის შეცვლას ემსახურებოდა. „ქართულმა ოცნებამ“ მთელი ქვეყნის მასშტაბში 70%-ზე მეტი მიიღო. ხალხმა საკუთარი არჩევანი გააკეთა თბილისშიც. ამიტომაც დასავლურ ელიტას ამის ატანა არ შეუძლია“, - წერს გამოცემა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, პატარა ერი „ფეხზე დგას, კონტროლის ილუზია იმსხვრევა“.
„ჩვენ ეს ფილმი უკვე ნანახი გვაქვს. ირლანდიაში ჩვენ ლისაბონის ხელშეკრულება გვახსოვს. ისიც გვახსოვს, რომ ჩვენ გვიბრძანებდნენ იმდენჯერ გაგვეკეთებინა არჩევანი, სანამ ბრიუსელი სასურველ შედეგს არ მიაღწევდა. ისინი ამბობდნენ, რომ დემოკრატია წმინდაა... მანამ, სანამ მას ეთანხმებით“, - წერს პოსტის ავტორი.
როგორც ირლანდიური პორტალი იუწყება, საქართველოს ისტორია იგივე პირფერობას ამხელს. „როცა ხალხის ნება ევროკავშირის ან ნატოს ინტერესებს არ ემსახურება „დემოკრატია“ უცებ პრობლემა ხდება. აამოქმედეთ არასამთავრობო ორგანიზაციები, აღშფოთებული მედია, ფერადი რევოლუციის შაბლონები. და აამოქმედეთ კლიშე „ყველაფერში რუსეთია დამნაშავე“.
ამჯერად სცენარი ჩავარდა. ქართველი ხალხი დაიღალა დანიშნული ევროპელი ტექნოკრატების ლექციების მოსმენით. მათ ახსოვთ იუგოსლავია, მაიდანი, მოლდოვა“, - წერს გამოცემა.
„კობახიძე იცავს არა მხოლოდ საკუთარ მთავრობას, არამედ პრინციპს, რომლის თანახმადაც სუვერენულ ერს თავად აქვს უფლება აირჩიოს კურსი, რომელიც თავისუფალია დასავლეთის არასამთავრობო ორგანიზაციების მარიონეტებისა და სოროსის მისიონერებისგან“, - წერს The Islander-ი.
3
0