ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა ლეო ვარადკარმა მთავრობის მეთაურისა და ცენტრისტული კონსერვატიული პარტიის Fine Gael-ის ხელმძღვანელის პოსტების დატოვების შესახებ განაცხადა. როგორც ირლანდიურ მედიაში აღნიშნავენ, ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო, რომელსაც არანაირი წინაპირობა არ ახლდა.
ლეო ვარადკარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება „პირად და პოლიტიკურ, უფრო მეტად კი პოლიტიკურ“ მიზეზებს უკავშირდება.
„როდესაც 2017 წელს პარტიის ლიდერი და პრემიერ-მინისტრი გავხდი ვიცოდი, რომ ლიდერის ერთ-ერთი მახასიათებელია, განსაზღვროს მომენტი, როდესაც საჭიროა, სხვას გადასცეს ძალაუფლება და ამის გასაკეთებლად გამბედაობა გააჩნდეს. ეს დრო დადგა. პოსტზე ყოფნის 7 წლის შემდეგ, აღარ მიმაჩნია, რომ ამ სამუშაოსთვის საუკეთესო კანდიდატი ვარ. პრემიერ-მინისტრის პოსტს მაშინვე დავტოვებ, როგორც კი შემცვლელი ამ თანამდებობას დაიკავებს“, - განაცხადა ვარადკარმა და თანამდებობის დატოვების სხვა რაიმე კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია.
0
0
ზელენსკი ეშმაკი კაცია - დონალდ ტრამპი
05/05/2026