
მოსამართლე ირინე იმერლიშვილი აცხადებს, რომ შემოთავაზება მიიღო საერთაშორისო უნივერსიტეტიდან რექტორის პოზიციაზე სამუშაოდ და ამიტომ დაწერა განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილები ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე.
როგორც იმერლიშვილმა განმარტა, რამდენიმე თვეში მას უფლებამოსილება ისედაც ეწურებოდა, იქიდან გამომდინარე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეები გარკვეული ვადით არიან დანიშნული.
„როგორც მოგეხსენებათ, განსხვავებით საერთო სასამართლოებისგან, საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეები გარკვეული ვადით არიან დანიშნული და მხოლოდ ერთხელ. შესაბამისად, დარჩენილი მქონდა არასრული ერთი წელიწადი, რამდენიმე თვე. კერძო საერთაშორისო უნივერსიტეტისგან შემოთავაზება მივიღე რექტორის თანამდებობაზე. მივიღე გადაწყვეტილება, დავთანხმებოდი. უკვე ორშაბათიდან ვიქნები ახალ პოზიციაზე, გავალ ახალ სამსახურში. შესაბამისად, დავწერე განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოში. საერთაშორისო უნივერსიტეტი არის საქართველოში“, – განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ირინე იმერლიშვილს, საკუთარი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება.
0
0