27/04/2022
22:35
პოლიტიკა
IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 30% ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე, 25%-ცალსახად ეწინააღმდეგება, 19%-მეტნაკლებად უჭერს მხარს, 11% კი მეტნაკლებად ეწინააღმდეგება.
IRI-ის კვლევის თანახმად, კითხვაზე ,, ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით ოპოზიციის მოთხოვნას საქართველოში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე?“ რესპონდენტების 30%- ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს , 19%- მეტნაკლებად უჭერს მხარს, 11%- მეტნაკლებად ეწინააღმდეგება, 25%- ცალსახად ეწინააღმდეგება, 10%-თვის ვადამდელი არჩევნები არაფერს შეცვლის მისთვის/ არ აქვს მნიშვნელობა, 5%- ს კი პასუხი არ აქვს.
,,საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კითხვაზე ,,რამდენად ენდობიან (თუკი ენდობიან) ცენტრალური საარჩევნო კომისიის შესაძლებლობას გაუწიონ ორგანიზება და ზედამხედველობა სანდო არჩევნებს?“ გამოკითხულთა უმეტესობა, 39%- მეტნაკლებად ენდობა, 22%-ნაკლებად ენდობა, 19%- საერთოდ არ ენდობა , 15%- ცალსახად ენდობა, 5%-ს კი აღნიშნულზე პასუხი არ აქვს.
ამასთან გამოკითხულთა 25 % მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ჩატარებული 2021 წლის მუნიციპალური არჩევნებისას მცირედი ხარვეზები გამოიკვეთა, თუმცა პროცესი საკმაოდ თავისუფალი და სამართლიანი იყო, 32% მიიჩნევს, რომ არჩევნების სრულიად სამართლიანი და თავისუფალი იყო, 19% ფიქრობს, რომ ,,საკმარისი ხარვეზები დაფიქსირდა, რომ ეჭვი შეეტანათ შედეგების სიზუსტეში, 13% მიიჩნევს, რომ არჩევნები არც სამართლიანი და არც თავისუფალი იყო, 12%-ს კი აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არ აქვს.
კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM -ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 64 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
0
0