25/04/2023
15:43
პოლიტიკა
„გვახსოვს რომ ეს კვლევები 7-8 ჯერ გადამოწმდა დემოკრატიული არჩევნებით საქართველოში და გამოჩნდა, რომ აცდენილი იყო რეალობას. ახლაც ერთად გადავამოწმებთ 2024 წელს ვის რა მხარდაჭერა აქვს საქართველოში,“ - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოქვეყნებულ კვლევებთან დაკავშირებით საუბრისას.
თალაკვაძის შეფასებით, რაც შეეხება პოლიტიკურ რეიტინგებს, ნებისმიერ მათ მხარდამჭერს გაუჭირდება ამ შედეგების დაჯერება ისე, როგორც არის წარმოდგენილი.
„პირველ რიგში გვსურს ჩვენი პატივისცემა დავუდასტუროთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ჩვენს პარტნიორებს. ჩვენ ყოველთვის ყურადღებით ვეკიდებით საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებს საქართველოსთან დაკავშირებით. რაც შეეხება პოლიტიკურ რეიტინგებს, აქ ცხადია, არათუ ჩვენ, პოლიტიკური გუნდის წევრებს, არამედ ნებისმიერ ჩვენს მხარდამჭერს გაუჭირდება ამ შედეგების დაჯერება და მიღება ისე, როგორც არის წარმოდგენილი. „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, როდესაც დაშლის პირას არის და შიგნით გაყოფა/გადანაწილებით არის დაკავებული, უბრალოდ წარმოუდგენელია ამ რეიტინგითაც კი რომ იყოს ასახული საზოგადოების განწყობაში. შესაბამისად, რთულია ამასთან დაკავშირებით სიღრმისეული კომენტარის გაკეთება. ერთად გადავამოწმებთ 2024 წელს თუ ვის რამდენი მხარდაჭერა აქვს,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024