21/11/2022
23:19
პოლიტიკა
ირანში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ გაეროს რეზოლუციის კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრას საქართველოს წარმომადგენლობა არ დასწრებია, შესაბამისად, მასში მონაწილეობა არ მიუღია.
გაეროს გენერალური ასამბლეის ე.წ. მესამე კომიტეტის (სოციალურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ საკითხებზე მომუშავე კომიტეტი) სხდომაზე, რეზოლუციას მხარი 79-მა სახელმწიფომ დაუჭირა, 28 ქვეყანა წინააღმდეგი იყო, ხოლო 68 კი კენჭისყრას არ დაესწრო. მათ შორის საქართველო.
რეზოლუციის მიხედვით, გაერო შეშფოთებას გამოხატავს ირანში ადამიანების სიკვდილით დასჯის საგანგაშოდ მაღალი სიხშირის გამო.
ასევე, ასამბლეა მტკიცედ მოუწოდებს ირანს, რომ აღმოფხვრას ქალთა მიმართ ყველა სახის სისტემური დისკრმინაცია და ადამიანის უფლებების დარღვევა. უზრუნველყოს ქალების უფლებების დაცვა, მათ შორის, ბავშვთა ადრეული და იძულებითი ქოქრინების აკრძალვით. უზრუნველყოფილი იყოს მათი თანაბარი ხელმისაწვდომობა განათლებაზე, მართლმსაჯულებაზე და ა.შ.
აგრეთვე, რეზოლუციით გაერო მოუწოდებს ირანს, რომ შეწყვიტოს ძალის გადამეტებული გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების, მათ შორის, ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ. ასევე, გაერო ირანს მოუწოდებს, რომ აღმოფხვრას ყველა სახის დისკრიმინაცია, რომელიც ხორციელდება ადამიანის აზრის, რელიგიის ან რწმენის საფუძველზე.
წყარო: tabula.ge
0
0